ავტორი:

როგორ გავზარდოთ სამშენებლო ბიუჯეტირების სიზუსტე და ფინანსური გამჭვირვალობა - მშენებლობის ეკონომიკის ახალი სტანდარტი boq.ge-სგან

როგორ გავზარდოთ სამშენებლო ბიუჯეტირების სიზუსტე და ფინანსური გამჭვირვალობა - მშენებლობის ეკონომიკის ახალი სტანდარტი boq.ge-სგან

საქართველოს სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური მიმართულებაა. წლიდან წლამდე იზრდება როგორც საცხოვრებელი კომპლექსების, ისე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობა. Galt & Taggart-ის ბოლო მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სტაბილურობას შეინარჩუნებს, რასაც ისეთი ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს, როგორიცაა ინტენსიური ურბანიზაცია, ოჯახის საშუალო ზომის შემცირება და ქირის მაღალი ამონაგები. თუმცა, რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, დღის წესრიგში ხარისხობრივი განვითარება დგება, რაც მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვას მოითხოვს.

საერთაშორისო ბაზარზე ამ გამოწვევების გადაჭრის სტანდარტი BIM ტექნოლოგიაა. ქართულ სამშენებლო ბაზარზე კომპანია QoBIM 2020 წელს გამოჩნდა და მალევე დაიმკვიდრა ინდუსტრიის ტექნოლოგიური ლიდერის პოზიცია. კომპანიის საქმიანობა ორი სტრატეგიული მიმართულებით დაიწყო: BIM (შენობის ინფორმაციული მოდელირება) ტექნოლოგიების დანერგვა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვების (BoQ) აუთსორსინგი. დაარსებიდან მოკლე პერიოდში კომპანიამ მოახერხა გამხდარიყო ქვეყნისთვის სტრატეგიული და ურთულესი პროექტების პარტნიორი. QoBIM-ის პორტფოლიო მოიცავს ისეთ მასშტაბურ ობიექტებს, როგორიცაა:

  • ადრონული თერაპიის ცენტრი: საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტი. ეს არის რეგიონში უნიკალური სამედიცინო და სამეცნიერო ცენტრი, სადაც სიმსივნური დაავადებების მკურნალობა და კვლევა უახლესი მეთოდებით განხორციელდება.
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი: საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის კმ17-კმ28 მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის პროექტი, რაც ხაზს უსვამს კომპანიის მაღალ საინჟინრო კომპეტენციას.
  • თიბისი ბანკის ახალი სათაო ოფისი: თანამედროვე ფინანსური ინსტიტუტის მასშტაბური ცენტრი, რომლის არქიტექტურული დიზაინიც შთაგონებულია ისტორიული შატილის კოშკებით.

დღეს QoBIM ჰოლდინგი სამ სპეციალიზებულ ბრენდს აერთიანებს: BIM Cube (ბიმ კუბი), Costy (ქოსთი) და boq.ge. boq.ge არის პლატფორმა, რომელიც ხარჯთაღრიცხვის პროცესს ხელმისაწვდომს, სწრაფს და უშეცდომოს ხდის. სწორედ ამ პრობლემის მოგვარება გახდა ქართულ ბაზარზე კომპანია QoBIM-ის გამოჩენის მთავარი მოტივაცია. უფრო დეტალურად, თუ რა მნიშვნელობა აქვს სამშენებლო, სარემონტო და საინჟინრო სამუშაოების წინასწარ ბიუჯეტირებას და როგორ უნდა დაგეგმოთ პროცესი სწორად, კომპანიის ფინანსური დირექტორი ავთო დავითაძე გვესაუბრება.

როგორ გაჩნდა QoBIM-ის შექმნის იდეა?

QoBIM-ის შექმნის იდეა პრაქტიკული გამოცდილებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე დაიბადა. მრავალწლიანი მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც დარგის მდგრად განვითარებას აფერხებდა. ძირითად პრობლემას წარმოადგენდა არქიტექტურის, ინჟინერიის და მშენებლობის ინდუსტრიის გაციფროვნების ნაკლებობა. აღნიშნული კი იწვევდა მშენებლობის ეკონომიკის მხოლოდ ინსტინქტსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ მართვას სტრუქტურირებული მონაცემებისა და ანალიტიკის გარეშე. საბოლოოდ, რთულდებოდა ხარჯების დაგეგმვა, გადაწყვეტილებების დროულ მიღება და პროექტების ფინანსური გამჭვირვალობა.

BIM ტექნოლოგია მსოფლიოში უკვე აღიარებული სტანდარტი იყო, ჩვენი მიზანი კი მისი ქართულ რეალობაში სწორი და სისტემური დანერგვა გახდა. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ პლატფორმას boq.ge, რომელიც ჰოლდინგური კომპანიის QoBIM-ის ჯგუფში შემავალი ბრენდია.

კონკრეტულად რას სთავაზობს boq.ge მომხმარებლებს?

მომხმარებელს სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების ბიუჯეტირებას ვთავაზობთ. ჩვენს ინდუსტრიაში ადამიანური კაპიტალის მუდმივი დეფიციტია, განსაკუთრებით კი რთულია კვალიფიციური ინჟინერ-ეკონომისტების და ხარჯთაღმრიცხველების მოძიება, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ პროფესიების სწავლება სასწავლებლებში თითქმის აღარ ხდება. შესაბამისად, ბაზარზე პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების რაოდენობა მცირეა და მათი სრულ განაკვეთზე დასაქმება დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.

boq.ge აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც საშუალო და მცირე საწარმოებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი სიზუსტის ბიუჯეტირება ხელმისაწვდომ ფასად და მცირე დროში.

მოგვიყევით, boq.ge-ის გუნდის შესახებ, რა მიმართულების სპეციალისტებს აერთიანებს ის?

boq.ge-ის გუნდი დაკომპლექტებულია ინჟინერ-ეკონომისტებისგან და ხარჯთაღმრიცხველებისგან. გუნდის სპეციალისტები იყოფიან არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემების დისციპლინის მიხედვით, რაც კიდევ უფრო ზრდის მომზადებული დოკუმენტაციის სიზუსტეს. გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებზე.

კონკრეტულად რა პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება boq.ge-ის გუნდი მომხმარებლებს?

საქართველოში ბიუჯეტირებისას კომპანიები რამდენიმე სისტემურ ბარიერს აწყდებიან. პირველ რიგში, ეს არის პროფესიონალი ხარჯთაღმრიცხველების სიმცირე და მათი სრულ განაკვეთზე დასაქმების მაღალი ფასი. გარდა ამისა, ბაზარზე კვლავ დომინირებს მექანიკური მუშაობა Excel-ის გამოყენებით, რაც შეცდომის რისკს ზრდის. რესურსების ნაკლებობის გამო კი კომპანიებს ხშირად უჭირთ რამდენიმე ტენდერში ერთდროულად მონაწილეობა. ჩვენ ამ პრობლემებს სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის, Costy-ს მეშვეობით ვაგვარებთ, რაც მულტიდისციპლინარულ გუნდთან და მუდმივად განახლებად ბაზებთან ერთად, დამკვეთს სრულ სიზუსტესა და ოპერატიულობას სთავაზობს.

რა ეტაპებისგან შედგება სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების ბიუჯეტირება, რასაც boq.ge დამკვეთს სთავაზობს?

ჩვენი მომსახურება პროექტის მომზადების ყველა ეტაპს ფარავს. ესენია:

  • მოცულობათა უწყისის მომზადება (სახარჯთაღრიცხვო და შესყიდვების მოცულობის უწყისი);
  • ბიუჯეტირება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა (საორიენტაციო, დეტალური/რესურსული და სატენდერო);
  • ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება (ერთეული ფასების, გამოტოვებული სამუშაოების შემოწმება);
  • შესრულებული სამუშაოს აქტი / ფორმა 2-ის შედგენა;
  • არსებული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია.

ვინ არიან boq.ge-ის დამკვეთები?

boq.ge-ის მომსახურებით სარგებლობენ დეველოპერული კომპანიები, გენერალური კონტრაქტორები, არქიტექტურული და საინჟინრო ბიუროები, ასევე კერძო ინვესტორები. კომპანიის პორტფოლიოში შედის ინფრასტრუქტურული (გზები, ხიდები, გვირაბები, წყალგამწმენდი ნაგებობები), სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები, ოფისები, ადმინისტრაციული შენობები, ვილები და ინდუსტრიული ნაგებობები. დამკვეთებს შორის არიან: სმეკ ინთერნეიშენალ, აწარმოე საქართველოში, EE Georgia, შპს „არქიდეა“, შპს „პრაიმ ბეტონი“, უნიქონ ინვესტმენტ ქონსთრაქშენ და სხვა.

რატომ ირჩევენ კომპანიები ხარჯთაღრიცხვების აუთსორსინგს და კონკრეტულად boq.ge-ს?

აუთსორსინგი პოპულარული ხდება ორი ძირითადი მიზეზით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შიდა სპეციალისტის აყვანის შემთხვევაში კომპანია შეზღუდულ რესურსს იღებს. გარე კომპანიის დაქირავების შედეგად მიღებული რესურსები უფრო დიდია, რადგან ის სპეციალიზებულია ამ კონკრეტულ სერვისზე და მეტი კადრი ჰყავს. ამავდროულად, აუთსორსინგ კომპანიას აქვს თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც წლების განმავლობაში შემუშავებული და დახვეწილია.

რაც შეეხება უშუალოდ boq.ge-ს, ჩვენი უპირატესობებია:

  • ფიქსირებული ხარჯები;
  • მუდმივი კავშირი - გამოყოფილი ხარჯთაღმრიცხველი ყოველდღიური კოორდინაციისთვის;
  • მულტიდისციპლინარული გუნდი - ხარჯთაღრიცხვების შედგენა ხორციელდება დარგის ექსპერტების მიერ;
  • პროგრამული უზრუნველყოფა - Costy-ის შექმნილი პროგრამა უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს;
  • უსაფრთხოება და ხარისხი 3 ეტაპიანი ხარისხის კონტროლი (ხარჯთაღმრიცხველი > ექსპერტი > პროექტის ხელმძღვანელი).

R