ავტორი:

თითქმის 200 წლის შემდეგ, გიგანტური კუები გალაპაგოსის კუნძულებზე დაბრუნდნენ

თითქმის 200 წლის შემდეგ, გიგანტური კუები გალაპაგოსის კუნძულებზე დაბრუნდნენ

თითქმის 200 წლის შემდეგ, ფლორენას კუნძულზე (გალაპაგოსის არქიპელაგი) გიგანტური კუები დაბრუნდნენ. ტყვეობაში მყოფი 158 ახალგაზრდა კუს გაშვება ფლორეანას ეკოლოგიური აღდგენის პროექტის ნაწილია.

ახალგაზრდა კუების 40%-დან 80%-მდე აქვთ “Chelonoidis niger“-ის გენეტიკური შემადგენლობა. Chelonoidis niger არის სახეობა, რომელიც მე-19 საუკუნეში გადაშენდა. მკვლევრებმა 2008 წელს 23 კუ შეარჩიეს, მათ ყველაზე ახლო გენეტიკური კავშირი ჰქონდათ გადაშენებულ ფლორეანას ქვესახეობასთან. ამ კუების გამრავლება ტყვეობაში, სანტა კრუზის კუნძულზე დაიწყეს.

XVI საუკუნეში კუების რაოდენობა 250 000-ზე მეტი იყო, თუმცა ეს რიცხვი კატასტროფულად შემცირდა და 1970-იანი წლებისთვის და დაახლოებით 3 000 შეადგინა. ამის მიზეზი კუების საკვებად გამოყენება, მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურება და კუნძულებზე უცხო სახეობების ცხოველების შემოყვანა გახდა.

წყარო