ავტორი:

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს ავრცელებს - "მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს!“

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს ავრცელებს - "მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს!“

აქციებისას დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს ავრცელებს.

"მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს!“

ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი.

ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, "მეგობრებო".

ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყოველთვის.თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა - სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია.

ანდრო ჭიჭინაძე 23.02.2026 წ".

შეგახსენებთ, 21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრი“ წამყვანმა მსახიობებმა დატოვეს, თეატრი,რომლის მსახიობიც იყო 2024 წლის საპროტესტო დემონსტრაციებისას დაპატიმრებული ანდრო ჭიჭინაძე და რომლის მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნასაც გასულ კვირას თეატრში დაპირისპირება მოჰყვა. თეატრის დატოვების შესახებ ცნობები ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს მსახიობებმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა. "დღეიდან აღარ ვარ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი“, - ამ ტექსტით ამცნეს მათ საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ.

მალევე ცნობილი გახდა, რომ თეატრიდან ასევე წავიდნენ: დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე.

შეგახსენეთ, 2025 წელს თეატრს ჩამოაშორეს ხელმძღვანელი, რეჟისორი დავით დოიაშვილი.

იხილეთ ასევე: