ავტორი:

“საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ რომელიმე ქვეყანაში გაქცევას - უარეს შემთხვევაში, მათივე ხალხი მაიდანზე ჩამოახრჩობს“ - დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე

“საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ რომელიმე ქვეყანაში გაქცევას - უარეს შემთხვევაში, მათივე ხალხი მაიდანზე ჩამოახრჩობს“ - დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის თქმით, უკრაინა თანდათან იწყებს გააზრებას, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად.

„მგონია, რომ თანდათანობით აცნობიერებენ იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფებიან”, - განაცხადა მედვედევმა უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრისას.

  • მისი თქმით, რუსეთს ჯერ არ მიუღია პასუხები თავის პოზიციაზე ტერიტორიულ საკითხებთან და უკრაინის დემილიტარიზაციის პარამეტრებთან დაკავშირებით.

„ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ რუსულმა მხარემ, ბუნებრივია, წარმოადგინა ჩვენი პოზიცია. იცით, რომ ის ჩამოაყალიბა უმაღლესმა მთავარსარდალმა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა (ვლადიმერ პუტინმა)“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსეთის პოზიცია არაერთხელ გაჟღერებულა, მათ შორის ტერიტორიებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხები, უკრაინის დემილიტარიზაციის პარამეტრები და სხვა მრავალი საკითხი.

„მეორე მხარე ჯერჯერობით ამ ყველაფერს იღებს, მაგრამ პასუხი არ გვაქვს“, - განაცხადა მედვედევმა.

  • მისი თქმით, ბენიტო მუსოლინისა და ადოლფ ჰიტლერის ბედი კიევის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის საუკეთესო მაგალითია.

„ბენიტო მუსოლინისა და ადოლფ ჰიტლერის ბედი აბსოლუტურად საუკეთესო მაგალითია, ისევე როგორც იმ ადამიანების ბედი, რომლებიც შემდგომში სასამართლოს, გაასამართლეს და ხშირ შემთხვევაში სიკვდილით დასაჯეს საბჭოთა კავშირმა“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, უკრაინის ზოგიერთი ამჟამინდელი ხელმძღვანელისთვის სამხედრო ოპერაციების გაგრძელება მათივე ცხოვრების გაგრძელებაა.

„თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, ისინი, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე მოსაზღვრე ქვეყანაში - პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში ან სხვა ევროპულ ქვეყანაში. უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს“, - აღნიშნა მედვედევმა.