ავტორი:

"ზვიგენის პატრონს შეეხება საქმე - ამ საკითხში ბექა ბასილაიამ უნდა დამიცვას, ბექა გამოცხადდება საცურაო კოსტიუმში. გთხოვთ, დაუშვათ საცურაო კოსტიუმით სასამართლოში" - მიხეილ სააკაშვილი

"ზვიგენის პატრონს შეეხება საქმე - ამ საკითხში ბექა ბასილაიამ უნდა დამიცვას, ბექა გამოცხადდება საცურაო კოსტიუმში. გთხოვთ, დაუშვათ საცურაო კოსტიუმით სასამართლოში" - მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

"ზვიგენის პატრონს შეეხება საქმე - ამ საკითხში ბექამ ბასილაიამ უნდა დამიცვას, აბა, ვინ დამიცავს?! ბექა გამოცხადდება საცურაო კოსტიუმში. გთხოვთ, დაუშვათ საცურაო კოსტიუმით სასამართლოში და დაიცვას ჩემი ინტერესები",- ასე მიმართა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე თამარ მახარობლიძეს სასამართლო პროცესზე.

სააკაშვილის თქმით, ის რეალურად ბრალდებულია არა "საბოტაჟის საქმეზე", არამედ იმ განცხადებაზე, რომელიც მან "ბიძინა ივანიშვილზე და მის ზვიგენებზე გააკეთა"

"ამ სასამართლოში ზვიგენების ხსენება აკრძალულია? მე გითხარით, რომ ზვიგენმა მიკბინა 5 წლის ასაკში საბავშვო ბაღში და იმის შემდეგ, ზვიგენზე მაქვს განსაკუთრებული გართულება.

ფეხის თითზე მიკბინა საბურთალოზე და ამის გამო ზვიგენების ხსენებას, ნუ ამიკრძალავთ. ბექა ვერ დამიცავს, თუ ზვიგენების ხსენება აკრძალულია. ზვიგენის პატრონს შეეხება საქმე, ზვიგენის პატრონი შეიძლება ნერვიულობდეს ზვიგენის ხსენებაზე, მაგრამ მე არ შემიძლია არ ვახსენო ზვიგენი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მას მოსამართლე თამარ მახარობლიძემ კორექტულობის დაცვისკენ მოუწოდა. ასევე ჰკითხა, თანახმაა თუ არა, რომ მისი ინტერესები დაიცვას ბექა ბასილაიამ.

"ამ საკითხში ბექამ უნდა დამიცვას, აბა, ვინ დამიცავს... კი, ზუსტად ბექა გამოცხადდება საცურაო კოსტიუმში, გთხოვთ, დაუშვათ საცურაო კოსტიუმით სასამართლოში და დაიცვას ჩემი ინტერესები", - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ასევე: