გაზაფხული სიახლის, სითბოსა და ინტენსიური ემოციების პერიოდია. ეს არის დრო, როდესაც ბუნება იღვიძებს და ადამიანებიც მეტ სითბოს, ფერსა და ემოციას ვეძებთ. ქალებისთვის მარტი კიდევ უფრო განსაკუთრებულია, რადგან გაზაფხულის მოსვლის პოზიტივს დღესასწაულების მოლოდინიც ემატება.
ამ დროს იწყება ფიქრი იმაზე, თუ რა ვაჩუქოთ დედას, დას, შვილსა თუ მეგობარს. საჩუქრის არჩევისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე ძვირფასი არა ნივთები, არამედ ის ემოციური კავშირია, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ვამყარებთ. ამ განცდებს საუკეთესოდ გადმოსცემს ხელნაკეთი ნივთი, რომელიც საკუთარი ხელით და დიდი სიყვარულით იქმნება. ბავშვების მიერ შექმნილი საჩუქარი კი ასმაგად უფრო ფასეულია.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე შევაყვაროთ ხელსაქმე. ასეთი აქტივობა მათ ეხმარება ფსიქო-ემოციურ განვითარებაში, ავითარებს წვრილ მოტორიკას, ხელს უწყობს ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებას.
თუ მაინც გიჩნდებათ კითხვა, რატომ არის ბავშვის ხელნაკეთი ყვავილი განსაკუთრებული, გეტყვით, რომ ის მხოლოდ საჩუქარი არ არის - ეს ბავშვის შინაგანი სამყაროს ერთგვარი „თარგმანია“. ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვი არ ცნობს შაბლონებს. მისი ყვავილი შეიძლება იყოს ბევრად ფერადი, ვიდრე ბუნებაში არსებობს, ან სრულიად უფორმო, რომელიც არცერთ რეალურ მცენარეს არ ჰგავს. სწორედ ეს შემოქმედებითი თავისუფლება და ინდივიდუალიზმი გადმოსცემს პატარას ხედვას.
ბავშვისთვის, რომლისთვისაც ერთ ადგილზე გაჩერება რთულია, ერთი ყვავილის შექმნაზე დახარჯული 20-30 წუთი უდიდესი ძალისხმევაა. ამ დროს ბავშვი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს: ფიქრობს, რა ფერი შეუხამოს ან როგორი ფორმა მისცეს ნამუშევარს. ეს მისი პირველი ნაბიჯებია იდეების რეალიზებისკენ. როდესაც ჩვენ მათ შემოქმედებას ვაღიარებთ და ხელნაკეთ საჩუქრებს განსაკუთრებულ დატვირთვას ვანიჭებთ, ბავშვს საკუთარი ხედვისადმი ნდობასა და სიმამაცეს ვუძლიერებთ.
თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ხელნაკეთი ყვავილები საუკეთესო საჩუქარია და გსურთ, თქვენმა პატარამ შემოქმედებით თავგადასავალში მიიღოს მონაწილეობა, „ბიბლუსის“ მაღაზიებში დაგხვდებათ ხელსაქმისთვის საჭირო ნივთები. ხოლო კანდელაკის 7 ნომერში მდებარე „ბიბლუსის“ მაღაზიაში არტი და კრაფტის სრული კოლექციიდან თქვენთვის სასურველს შეარჩევთ.
აქვე გიზიარებთ ვიდეოს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ყვავილი.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F943976161297107%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
R