ავტორი:

"6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვით შეგვრჩება ძველი მანქანები..." - მევლუდ მელაძის ანალიზი: გაძვირდება თუ არა ავტომობილები?!

"6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტის აკრძალვით შეგვრჩება ძველი მანქანები..." - მევლუდ მელაძის ანალიზი: გაძვირდება თუ არა ავტომობილები?!

1-ლი აპრილიდან საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. გამონაკლისი ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება პირველ აპრილამდე დაიწყება ან რომლებიც უკვე შემოყვანილი იქნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია 1-ელ აპრილამდე არსებული პირობებით ჩატარდება. "საქსტატის" მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1.814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80.6% 10 წელზე მეტი ხნისაა.

"შეზღუდვა უზრუნველყოფს ავტოპარკის და განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილების პარკის გაჯანსაღებას, რაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და, შედეგად, ჯანმრთელობის დაცვისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ცვლილებას არ ეთანხმება საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე. მისი თქმით, ეს შედეგს ვერ მოიტანს ვერც ეკოლოგიაში და ვერც გზების გადატვირთულობას უშველის.

- გადავხედოთ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას, ყველგან, სადაც აკრძალვები იყო, პრობლემა შეიქმნა. ორი ქვეყანა შევადაროთ: გერმანია და ეგვიპტე. გერმანია აწარმოებს მანქანებს, აქვს ქარხნებიც და წესით, ის უფრო უნდა კრძალავდეს ყველაფერს, რადგან გარედან შემოყვანილი მანქანები სულ არ სჭირდება, მაგრამ იქ ნებისმიერი სიძველის ავტომობილს შეიყვან. რაც შეეხება ეგვიპტეს, 2000 წლიდან ხან საგადასახადოს თამასა ასწია, ხან წლები შეზღუდა. ბოლოს დავიდა იქამდე, რომ სამ წელზე უფრო ძველ ელექტრომანქანას ეგვიპტეში ვერ შეიყვან, საწვავზე კი ერთ წლამდე დავიდნენ, ანუ მხოლოდ ახალ ავტომობილს თუ შეიყვან. მაგრამ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ეგვიპტეში ხუთ წლამდე ავტომობილები მთელი ავტომობილების მხოლოდ 4%-ია, ხოლო 21 წელზე მეტი ხნის ავტომობილი - 43%... წაიკითხეთ ვრცლად