ავტორი:

კიმ ჩენ ინი “კორეის შრომის პარტიის“ გენერალურ მდივნად კიდევ ერთხელ აირჩიეს.

კიმ ჩენ ინი “კორეის შრომის პარტიის“ გენერალურ მდივნად კიდევ ერთხელ აირჩიეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი “კორეის შრომის პარტიის“ გენერალურ მდივნად ხელახლა აირჩიეს.

  • პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად 22 თებერვალს, პარტიის მეცხრე ყრილობაზე მიიღო.

ოფიციალურ განცხადებაში ნაბიჯი აღწერილია, როგორც პარტიის წევრების, სამხედროების და საზოგადოების “ერთსულოვანი სურვილის“ გამოხატულება.

ვრცელი განცხადება ასევე ხაზს უსვამს კიმის ხელმძღვანელობით ქვეყნის მიღწევებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის წინსვლას.

კიმ ჩენ ინი, რომელიც ხელისუფლებაში 2011 წლიდანაა, “კორეის შრომის პარტიის“ გენერალური მდივნის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს. მანამდე ამ პოზიციას მისი მამა, კიმ ჩენ ირი ატარებდა.

წყარო