საქართველოს პროკურატურამ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობისას, აღნიშნულმა პირებმა, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სამი მოქალაქე მიიყვანეს, რა დროსაც გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც არსებითად დაარღვიეს ფიზიკური პირების უფლებები და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
სამივე ბრალდებული 2026 წლის 23 თებერვალს, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში