გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველ დღე წვიმა უჩვეულო არაა, თუმცა მიმდინარე წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა.

Copernicus Atmosphere Monitoring Service (CAMS)-ის ექსპერტების განცხადებით, ბრიტანეთს მალე “სისხლიანი წვიმა“ დაატყდება თავს.
ამის მიზეზი კი საჰარის წითელი მტვრის მასაა, რომელიც ამჟამად ევროპის გავლით გადაადგილდება და დიდი ბრიტანეთისკენ მიემართება.

მიუხედავად შემაშფოთებელი იერისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ყველაზე თვალსაჩინო შედეგი, სავარაუდოდ, წვიმის გაშრობის შემდეგ მანქანებსა და ღია ზედაპირებზე დარჩენილი თხელი მტვრის ფენა იქნება.


წითელი წვიმის გარდა, მტვერმა შესაძლოა ასევე მოწითალო შეფერილობა მისცეს ცასაც.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა, შემაშფოთებლად ჟღერდეს, მეცნიერები საზოგადოებას ამშვიდებენ აღნიშნავენ, რომ წლის ამ პერიოდში მსგავსი მოვლენა საკმაოდ ხშირად ხდება და შიშის საფუძველი არ არსებობს.