კიმ კარდაშიანით შეპყრობილი ფანატი, ტელევარსკვლავი, კოსმეტოლოგი, ჯორდან ჯეიმს პარკე, მეტსახელად “ლიპ კინგი“, გასულ კვირას ტრაგიკულად დაიღუპა.
პოლიციის ვარაუდით, 34 წლის ჯორდანი შესაძლოა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კოსმეტიკურ პროცედურას იტარებდა .


უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცზე შეტყობინების მიღების შემდეგ, სასწრაფო დახმარების სამსახური ლინკოლნ პლაზაში მივიდა, თუმცა მედიკოსებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
თავად პარკე 2024 წლის სექტემბერში, ხუთშვილიანი დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იყო დაკავებული, რომელიც BBL პროცედურის შემდეგ დაიღუპა, თუმცა 2025 წლის დეკემბერში გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.


კოსმეტოლოგი ჯეიმს პარკე აცხადებდა რომ, კიმ კარდაშიანის მსგავსი გარეგნობის მიღწევა მისი ოცნება არასოდეს ყოფილა. მისი თქმით, შეპყრობილი იყო ცნობილი ადამიანების გარეგნობით და პლასტიკური ქირურგიით ცდილობდა, რომ მათ დამსგავსებოდა.
ამ მიზნით დაახლოებით 50 ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა, რაშიც 130 000 ევროზე მეტი დახარჯა.
მოგვიანებით აღიარა, რომ ათობით ქირურგიული ჩარევის შემდეგ სახის მოძრაობა უჭირდა.
გამოძიების ამ ეტაპზე, ტელევარსკვლავის სიკვდილის მიზეზი დადგენილი არ არის.