სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აჩერებს , - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
მისი თქმით, თუ უკრაინა სლოვაკეთისთვის ნავთობის მიწოდებას "დრუჟბას“ ნავთობსადენით არ განაახლებს, მაშინ "სლოვაკეთი უკრაინას ენერგოსისტემის სტაბილიზაციაში არ დაეხმარება“.
ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით "დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.