სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს. როგორც პროკურატურა განმარტავს, გია ონიანმა აღნიშნული პროექტი, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარადგინა, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.
გარდა ამისა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. რითაც, პროკურატურის განმარტებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ამჟამად დაკავებული ლენტეხის ყოფილი მერი.
გია ონიანმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის დეკემბერში შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია 2 ბინა თბილისში, აქედან ერთი 2006 წელს 29 000 ლარად აქვს შეძენილი, მეორე კი 2021 წელს 40 000 აშშ დოლარად...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე