ავტორი:

აფეთქება მოსკოვში - უცნობმა მამაკაცმა საპატრულო პოლიციის მანქანებს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა, არიან დაღუპულები: რა დეტალები ხდება ცნობილი

აფეთქება მოსკოვში - უცნობმა მამაკაცმა საპატრულო პოლიციის მანქანებს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა, არიან დაღუპულები: რა დეტალები ხდება ცნობილი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საველოვსკის რკინიგზის სადგურზე წუხელ აფეთქება მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი, ორი კი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაახლოებით ღამის 00:05 საათზე უცნობი პირი საპატრულო მანქანაში მყოფ პატრულის თანამშრომლებს მიუახლოვდა, რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

SHOT-ის ცნობით, მამაკაცს შავი, მოკლედ შეჭრილი ვარცხნილობა ჰქონდა. ის პოლიციის მანქანას მიუახლოვდა, უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლა, შემდეგ გადაღება დაიწყო და გაიქცა.

„დღეს, დაახლოებით ღამის 00:05 საათზე, უცნობი პირი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ოლქის საგზაო პოლიციის თანამშრომლებს მიუახლოვდა, რომლებიც საველოვსკის სადგურის მოედნის მახლობლად პოლიციის მანქანაში პატრულირებდნენ, რის შემდეგაც უცნობი მოწყობილობა აფეთქდა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოსკოვის პოლიციის თანამშრომლები, სხვა სამართალდამცავი ორგანოების კოლეგებთან ერთად, ამჟამად ინციდენტის გარემოებებს იძიებენ და დამნაშავეს ეძებენ“, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

დაიღუპნენ საგზაო პოლიციის თანამშრომელი და ეჭვმიტანილი. კიდევ ორი ​​პოლიციელი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ვაჭრობის ფაქტებზე აღძრა.

ცნობილია დაღუპული უფროსი ლეიტენანტის ვინაობა - ის 34 წლის დენის ბრატუშჩენკოა. როგორც რუსული მედია წერს, ლეიტენნატს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

ბრატუშჩენკომ მოსკოვის პოლიციაში 2019 წლის მარტში დაიწყო მუშაობა. გარდაცვლილის ოჯახი, ასევე ორი დაჭრილი ოფიცერი, ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

ამჟამად მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.