ავტორი:

აშშ-ს ზამთრის შტორმი უტევს - 5000-ზე მეტი გაუქმებული ავიარეისი, ელ.ენერგიის გარეშე დარჩენილი 100 000-ზე მეტი აბონენტი და უმაღლესი განგაში (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ს ზამთრის შტორმი უტევს - 5000-ზე მეტი გაუქმებული ავიარეისი, ელ.ენერგიის გარეშე დარჩენილი 100 000-ზე მეტი აბონენტი და უმაღლესი განგაში (ფოტო/ვიდეო)

შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ზამთრის შტორმი ისევ დაატყდა თავს. განგაშის ზონაში, რომელიც მოიცავს ნიუ-იორკს, ბოსტონს და ფილადელფიას, დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი იმყოფება.

როგორც დასავლური მედია წერს, შესაძლოა კიდევ 19-მა მილიონმა ადამიანმა მიიღოს მსგავსი განგაშის გაფრთხილება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ქარიშხალი შესაძლოა ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იყოს.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, დელავერში, როდ-აილენდში, მასაჩუსეტსსა და კონექტიკუტში. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ზოგიერთ რაიონში შესაძლოა 60 სმ-მდე თოვლი მოვიდეს.

მოსალოდნელია უზარმაზარი თოვლის ნალექი, ქარის ნაკადები კი 113 კმ/სთ-ს (70 მილი/სთ) მიაღწევს - ეს საკმარისად ძლიერია ხეების და ელექტროგადამცემი ხაზების წასაქცევად.

  • FlightAware-ის თანახმად, გუშინდელი დღიდან 5300-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმდა.

მოსალოდნელია, რომ ორშაბათიდან სამშაბათის ჩათვლით (ევროპის დროით) ღამით, ქარიშხალი გადავა კანადის რამდენიმე პროვინციაში.

  • რა ხდება ნიუ-იორკში

ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ, ადგილობრივი დროით შუადღის 12:00 საათიდან (GMT) მოხსნა ქალაქში მოქმედი ყველა არასაჭირო ტრანსპორტის აკრძალვა. ეს აკრძალვა ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში თოვლის ქარბუქამდე ცოტა ხნით ადრე დაწესდა.

თუმცა, მამდანიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გზები კვლავ ყინულით არის დაფარული.

დაკეტილია ნიუ-იორკის ყველა სკოლა, გაკვეთილები დისტანციურადაც კი არ ტარდება. ამასობაში, ქალაქის სასკოლო საბჭომ განაცხადა, რომ 13 სკოლის შენობა დათბობის ცენტრებად გადაკეთდება.

ქალაქის ქუჩებში 2300 თოვლის საწმენდი მანქანა და კიდევ 700 საგზაო მარილის სატვირთო მანქანა მუშაობს. მისი თქმით, ნიუ-იორკის სანიტარული დეპარტამენტის 2600 თანამშრომელი 12-საათიან ცვლაში მუშაობს.

ეს მეორე მასშტაბური ზამთრის შტორმია, რომელიც ქალაქს წელს მეორედ დაატყდა თავს. იანვრის შუა რიცხვებში სამკვირიანი ზამთრის შტორმის დროს ნიუ-იორკში 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტი.

  • ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ასობით ათასი ადამიანი.

თოვლის გამო, ორშაბათს შუადღისთვის 600 000-ზე მეტი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ყველაზე უარესი მდგომარეობა მასაჩუსეტსში არის, სადაც დაახლოებით 300 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა. ბარტსტეიბლის ოლქში მცხოვრები მოსახლეობის 85%-მდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ნიუ-ჯერსიში ელექტროენერგიის გარეშე დარცენილია 125 000 აბონენტი. მასობრივი გათიშვები ასევე დაფიქსირდა დელავერსა და როდ-აილენდში.

  • რით განსხვავდება ზამთრის ქარიშხალი თოვლისგან?

ზამთრის ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება გაიცემა, როდესაც საფრთხე „უპირატესად თოვლია ან თოვლისა და ყინულის ნაზავი“, - განმარტავს აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (NWS).

სამსახური პასუხისმგებელია პროგნოზების, გაფრთხილებებისა და რეკომენდაციების გაცემაზე სხვადასხვა ამინდისა და წყლის საფრთხეებთან დაკავშირებით.

წყარო