ლოს ანჯელესში ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის, რობ რაინერის შვილს, ნიკ რაინერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 32 წლის რაინერს ბრალად მშობლების მკვლელობა ედება. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

რაინერი დეკემბერში დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში რჩება. ლოს-ანჯელესის ოლქის სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, მას ამჟამად სახალხო დამცველის მოადგილე კიმბერლი გრინი წარადგენს.

„სახალხო დამცველის ოფისი აცნობიერებს, თუ რაოდენ მძიმე და წარმოუდგენელი ტრაგედიაა ეს რაინერების ოჯახისა და ლოს-ანჯელესის საზოგადოებისთვის. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა რაინერების ოჯახს ამ ურთულეს პერიოდში,“ — ნათქვამია მის განცხადებაში - „გთხოვთ, გამოიჩინოთ მოთმინება და თანაგრძნობა საქმის სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობისას. ეს საქმე რთულია და საჭიროებს ფრთხილ, საფუძვლიან განხილვას.“

წარდგენილი ბრალდებები ითვალისწინებს სასჯელის უმაღლეს დონეს — სამუდამო პატიმრობას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე ან სიკვდილით დასჯას.
Los Angeles County-ის პროკურორმა ჟურნალისტებს მოსმენის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ მისი ოფისი ჯერ არ არის მზად საბოლოო გადაწყვეტილებისთვის - მოითხოვენ თუ არა ბრალდებულისთვის სიკვდილით დასჯას.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით პროცესს, რომლის ფარგლებში უნდა განვსაზღვროთ, მოვითხოვთ თუ არა სიკვდილით დასჯას. ეს არის მკაცრი და მრავალეტაპიანი განხილვა,“ - განაცხადა მან. მისივე თქმით, პროკურატურა დეტალურად შეისწავლის ყველა დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებას.

პროკურორების განცხადებით, რაინერმა მშობლები გამთენიისას, ოჯახის სახლის საძინებელში, დანით მოკლა. გამოძიების მასალების მიხედვით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დეტექტივებს უთხრა, რომ რაინერი იმავე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო სახლში ცხოვრობდა. მისივე თქმით, წინა საღამოს, სადღესასწაულო წვეულებაზე, მამასთან შეკამათება მოუვიდა.
ნიკი წარსულში ღიად საუბრობდა ნარკოდამოკიდებულებაზე და წლების განმავლობაში საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე იმყოფება.
"მე უსახლკარო ვიყავი მენში. უსახლკარო ვიყავი ნიუ-ჯერსიში. უსახლკარო ვიყავი ტეხასში. ღამეებს ქუჩაში ვათევდი. კვირებს ქუჩაში ვატარებდი. ეს სახალისო არ იყო“, - განაცხადა მან ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში.
იხილეთ ასევე: