სატურნის თანამგზავრი, სახელად ტიტანი მზის სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და საინტერესო ობიექტად ითვლება. ის სქელი ატმოსფეროთი, მეთანის ტბებითა და მდინარეებით გამოირჩევა. ეს მახასიათებლები სხვა თანამგზავრებზე თითქმის არ გვხვდება.
მეცნიერებმა ტიტანის შესახებ ახალი და მნიშვნელოვანი მონაცემები გამოაქვეყნეს. კვლევის მიხედვით, მათ უკეთ გაიგეს, როგორ და რა პირობებში შეიძლებოდა წარმოშობილიყო ეს გიგანტური თანამგზავრი. აღმოჩენა შესაძლოა ნათელს ჰფენდეს სატურნის ულამაზესი რგოლების წარმოშობას.

"დაახლოებით ნახევარი მილიარდი წლის წინ არსებობდა კიდევ ერთი მთვარე, რომელიც ტიტანს შეეჯახა და საბოლოოდ მის ნაწილად იქცა,“ - განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, მატია ჩუკმა. სატურნის რგოლები შესაძლოა ამ მოვლენიდან ასობით მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბებულიყო.
კვლევის მიხედვით, შეჯახებას შესაძლოა დამატებითი შედეგებიც მოჰყოლოდა. ერთი ასეთი შესაძლებლობა არის სატურნის ყველაზე დიდი არასფერული თანამგზავრის, ჰიპერიონის წარმოშობა - ის ტიტანთან შედარებით გაცილებით პატარაა.

მეორე ვარიანტის მიხედვით, ტიტანისა და დაკარგული მთვარის შეჯახების შემდეგ ტიტანის გარშემო ბევრი ნამსხვრევი დარჩა, დროთა განმავლობაში, ეს ნამსხვრევები ერთმანეთს აეკრნენ და ერთიან სხეულად გადაიქცნენ. ასე წარმოიქმნა ჰიპერიონი, რომელიც დღეს დამოუკიდებელი თანამგზავრის ფუნქციას ასრულებს.
სქელი ნისლით დაფარული ტიტანი ზომით დედამიწის ნახევარია და მერკურიზე დიდიც კია. ის იმდენად მასიურია, რომ მისი გრავიტაციული მიზიდულობა სატურნის რხევასა და დახრას იწვევს. ტიტანი სატურნს წელიწადში 11 სანტიმეტრით (4.3 ინჩი) სიჩქარით შორდება, რაც გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე ასტრონომები ადრე ვარაუდობდნენ.

საბოლოო ჯამში, თანამგზავრმა შეიძლება მთლიანად დატოვოს ორბიტა.
თუმცა ტიტანის დრიფტინგური ორბიტა მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი საიდუმლოებიდან, რომელთა ამოხსნასაც ასტრონომები ცდილობენ სატურნისა და მისი 274 თანამგზავრის შესწავლით.
იხილეთ ასევე: