ავტორი:

"ფინანსური პრობლემები ჰქონდა" - გულშემატკივრებმა მსახიობის შვილებს 500 000 დოლარამდე შეუგროვეს, თუმცა ნაწილი ინიციატივას აკრიტიკებს: რას წერს მედია გარდაცვლილ მსახიობზე

"ფინანსური პრობლემები ჰქონდა" - გულშემატკივრებმა მსახიობის შვილებს 500 000 დოლარამდე შეუგროვეს, თუმცა ნაწილი ინიციატივას აკრიტიკებს: რას წერს მედია გარდაცვლილ მსახიობზე

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობ ერიკ დეინს გარდაცვალებამდე ფინანსური პრობლემები ჰქონდა. დეინის გარდაცვალების შემდეგ, მის ქალიშვილებზე ზრუნვის მიზნით GoFundMe-ზე საქველმოქმედო კამპანია შეიქმნა - მთავარი მიზანი ოჯახისთვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა იყო.

TMZ-ის ინფორმაციით მსახიობი ამიოტროფიული სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფინანსურ სირთულეებს აწყდებოდა. დეინს ჯანმრთელობის პრობლემების გამო მაღალი სამედიცინო ხარჯები დაეკისრა. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ მსახიობის მეგობრებმა მისი შვილების დახმარებისთვის საქველმოქმედო კამპანია ჩაატარეს. შემოწირულებების რაოდენობამ დაახლოებით 418,965 აშშ დოლარს მიაღწია. „ეიფორიის“ შემქმნელმა სემ ლევინსონმა ყველაზე დიდი შემოწირულება - 27 000 აშშ დოლარი, გაიღო.

თუმცა, საქველმოქმედო კამპანიას კრიტიკაც მოჰყვა:

ერთ-ერთმა ადამიანმა X-ზე დაწერა: „ეს კაცი მსახიობია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ფული აქვს.“

"ძალიან ვწუხვარ ჯეიმს ვან დერ ბიკისა და ერიკ დეინის გარდაცვალების გამო. მაგრამ რას ნიშნავს GoFundMe მათი ოჯახებისთვის/შვილებისთვის? ორივე მულტიმილიონერი იყო. არ მითხრათ, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდა სიცოცხლის დაზღვევა" - ვკითხულობთ მეორე კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ ერიკ დეინი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ორი მოზარდი ქალიშვილი, 15 წლის ბილი და 13 წლის ჯორჯია დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ყოფილ მეუღლეს - რებეკა გეიჰარტს 2017 წელს დაშორდა, ისინი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდნენ და ერთად ზრდიდნენ ქალიშვილებს.

"მძიმე გულით გაცნობებთ, რომ ერიკ დეინი ხუთშაბათს შუადღისას ALS-თან მამაცი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა“, - ნათქვამია მისი ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსახიობს გასულ წელს ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (ALS) დაუდგინდა. მან სიცოცხლის ბოლო რამდენიმე თვე მოტორული ნეირონული დაავადების (MND) ყველაზე გავრცელებული ფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიუძღვნა.

წყარო