გაუგებარია თავად ბოროტების მთავარ წყაროს რატომ არ ადებენ სანქციებს?, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში წერს, რომელიც მის "ფეისბუქზე“ ვრცელდება.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV "რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.