ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში დრონის ჩამოვარდნისა და აღნიშნულის გამო “ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის შეჩერების შემდეგ, აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოკლე განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ პუნქტის მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების გამო შეჩერდა, რომლებიც სოჭზე განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას იგერიებდნენ".
მედიის ინფორმაციით, 23 თებერვალს “გაგრაში, პირველი სადამკვირვებლო მოედნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, ტერიტორიის დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა ნამსხვრევები, რომლებიც წინასწარი ვერსიით უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენებია".