ავტორი:

აქტივების გაყინვა, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვა, დირექტორების დისკვალიფიკაცია - რა შეზღუდვები უწესდებათ "იმედს“ და PosTV-ს

აქტივების გაყინვა, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვა, დირექტორების დისკვალიფიკაცია - რა შეზღუდვები უწესდებათ "იმედს“ და PosTV-ს

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და Postv-ს სანქციები დაუწესა.

დაწესებული სანქციები მოიცავს:

  • აქტივების გაყინვას - მთავრობების, სასამართლოების ან მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაწესებული იურიდიული, დროებითი შეზღუდვა, რომელიც ხელს უშლის ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს ან ერებს გაყიდონ, გადააადგილონ ან მიიღონ წვდომა მათ აქტივებზე, როგორიცაა საბანკო ანგარიშები, ქონება ან ფასიანი ქაღალდები;
  • აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვას - გამორიცხავს ბრიტანეთთან დაკავშირებით კომპანიის წილების გადაცემას და ქონების ამ გზით მართვას;
  • კომპანიების დირექტორების დისკვალიფიკაციას - კრძალავს ბრიტანეთის მოქალაქის ჩართვას კომპანიის მართვაში.

სანქციების ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო მდივნის გონივრული ეჭვის საფუძველზე, ორივე ტელეკომპანია, „იმედი“ და Postv-ი მის აუდიტორიაში განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ... წაიკითხეთ ვრცლად