სპორტსმენი, ლეგენდარული მოთხილამურე ლინდსი ვონი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისე დაშავდა, რომ მედიკოსები ფეხის ამპუტაციის საჭიროებაზე საუბრობდნენ.
საბედნიეროდ, ექიმებმა შეძლეს და ლინდსის კიდური შეუნარჩუნეს.

“ჩემპიონებს განსაზღვრავს არა მხოლოდ ის მომენტები, როცა ისინი იმარჯვებენ, არამედ ისიც, როცა არ ნებდებიან, შენ მიერ დაპყრობილი მთები არასდროს ყოფილა იმ ძალაზე დიდი, რაც შენშია.
იბრძოლე ბოლომდე. ლეგენდები ყოველთვის ფეხზე დგებიან", - ასე მიმართა რონალდუმ სოციალურ ქსელში ლინდსი ვონს.

ვონს ასევე ემოციური შეტყობინება გაუგზავნა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც - "დანებება არც განიხილო", - წერს ზლატანი.


ლინდის რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ის უკვე გაწერილია საავადმყოფოდან, თუმცა წინ მძიმე და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი ელის.