ავტორი:

სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს გია ონიანს, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებს: ნუგზარ ტვილდიანსა და გიორგი გულბანს ქუთაისის სასამართლომ გირაო შეუფარდა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის გია ონიანის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, გია ონიანი 18 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება, ნუგზარ ტვილდიანს 12 000 და გიორგი გულბანს 13 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ.

ადვოკატ ლევან მახარაშვილის განცხადებით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი საათის წინ მიიღო და დაკავებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც ოჯახი გირაოს თანხას სრულად გადაიხდის.