შვილის დაბადება, წესით, ქალის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი უნდა იყოს, თუმცა რეალობა ხშირად სხვაგვარია. ბევრი ახალბედა დედა, ნაცვლად ეიფორიისა, გაუგებარ სევდას, შფოთვასა და ემოციურ სიცივეს გრძნობს.
რატომ იქცევა "ბედნიერების მოლოდინი“ მძიმე ფსიქოლოგიური ტვირთად, სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ გადაღლილობასა და კლინიკურ დეპრესიას შორის და რატომ არის ოჯახის მხარდაჭერა გადამწყვეტი? ამ თემებზე mkurnali.ge-თან ფსიქოთერაპევტი ბესო ჭიღვარია საუბრობს
- "ბეიბი ბლუზი“ თუ კლინიკური დეპრესია - სად გადის ზღვარი?
- როდესაც მშობიარობის შემდგომ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ახსენებენ „ბეიბი ბლუზს“. ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე. ამ დროს ქალს აქვს გუნება-განწყობის ცვალებადობა, შფოთვა სევდიანობა, მომატებული გაღიზიანება, დაღლილობა, მადის პრობლემები და ცრემლიანობა. ჩვილის მოვლა დიდ ენერგიას მოითხოვს, რასაც ძილის დეფიციტიც ემატება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სტანდარტულ შემთხვევაში, ეს მოცემულობა ძალიან მალე გაივლის.
თუმცა, როდესაც პოსტსამშობიარო დეპრესიაზე გადავდივართ, უნდა გვახსოვდეს რამდენიმე ფაქტორი: თუ აღნიშნული სიმპტომები ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, უარესდება, ართულებს ყოველდღიურობას ან მოიცავს ნეგატიურ ფიქრებს საკუთარ თავზე ან ბავშვზე, ეს უკვე საგანგაშოა. როდესაც ამ დროს ჩივილები მწვავდება უნდა გვახსოვდეს რომ საქმე შეიძლება გვქონდეს მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან... წაიკითხეთ ვრცლად