თურქული სერიალების ვარსკვლავმა და მილიონობით ქალის კუმირმა, ბურაქ ოზჩივიტმა, საზოგადოება გააოცა - აღმოჩნდა, რომ "დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავი წლებია სტილისტებს საკუთარ თმას არ ანდობს და ჩანთით ისეთ ნივთს დაატარებს, რასაც მისგან არავინ ელოდა.

გადაცემაში ALEKÓ in my bag სტუმრობისას, ბურაქმა ჩანთიდან ნივთები პირდაპირ ეთერში ამოალაგა. მაყურებელი გაოცდა მაშინ, როდესაც ნახეს, რომ ბურაქს ჩანთაში მაკრატელი ჰქონდა. მსახიობის თქმით, მაკრატელს მუდმივად თან ატარებს.
"უკვე 20 წელზე მეტია, თმას სრულიად დამოუკიდებლად ვიჭრი. ჩემთვის ეს წმინდა რიტუალია! სტილისტებს ჩემს ვარცხნილობას არ ვანდობ – მაკრატელი ჩემთვის ისეთივე იარაღია, როგორც მხატვრისთვის ფუნჯი", - აცხადებს ოზჩივიტი.

Ferrari-ს გასაღები და უცნაური გატაცებები
მაკრატლის გარდა, ვარსკვლავის ჩანთაში კიდევ უფრო უცნაური ნივთები აღმოჩნდა:
შუბლზე დასამაგრებელი ფანარი, რომლის გარეშეც, როგორც ირკვევა, მსახიობი სახლიდან არ გადის. Ferrari-ს გასაღები, რომელიც მის ახალ საიდუმლო პროექტს უკავშირდება.ტკბილეული – ბურაქმა აღიარა, რომ ტკბილეულზე დამოკიდებულია და თაყვანისმცემლები მას გამუდმებით შოკოლადებით ანებივრებენ.