დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია "იმედისთვის" სანქციების დაწესებას ამ ტელეკომპანიის ერთ-ერთი სახე, ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე ეხმიანება და შესაბამის პოსტს "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV "რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.