ავტორი:

"არასდროს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი ჰქონდეს" - ტრამპი

"არასდროს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი ჰქონდეს" - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შარშან, ირანში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ისინი გააფრთხილეს, რომ აღარ ეცადონ თავიანთი შეიარაღების პროგრამის აღდგენას, თუმცა აგრძელებენ და ამ ეტაპზე „კვლავ მისდევენ თავიანთ ბოროტ ბირთვულ ამბიციებს“.

  • კონგრესში, ყოველწლიური მიმართვის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების დადება სურს, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის შემდგომი დარტყმები, მაგრამ ჯერ არ აუღია ვალდებულება, რომ არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს.

"ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - მათ სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ არ მოგვისმენია ეს საიდუმლო სიტყვები: „ჩვენ არასდროს გვექნება ბირთვული იარაღი“. ამ პრობლემის დიპლომატიურად მოგვარებას ვამჯობინებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: არასდროს დავუშვებ, რომ მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.