11 თებერვალი თბილისში მცხოვრები დოდო დეღელაძისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და იღბლიანი დღე აღმოჩნდა. სახლისკენ მიმავალმა მარჯანიშვილის მეტროში არსებულ საქართველოს ლატარიის ჯიხურში შეიძინა მომენტალური გათამაშების ბილეთი ნახევარი ლიმონი, გადაფხიკა და მოიგო მომენტალური ლატარიის ბილეთებში არსებული მაქსიმალური თანხა, 500 000 ლარი. ქალბატონი დოდო თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ჰყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები.
როგორც თავად აღნიშნავს, მოგებული თანხით ოჯახი აგარაკის შეძენას აპირებს. ქალბატონი დოდოს თქმით, ეს ამბავი მისთვის და მისი ოჯახისთვის დაუჯერებელი იყო და ჯერ კიდევ ეიფორიულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
მომენტალურ ლატარია ნახევარ ლიმონში მოგებული ნახევარი მილიონი ლარი ქალბატონ დოდო დეღელაძეს საზეიმო ვითარებაში გადაეცა. სპეციალურად ამ ამბის მისალოცად ლატარიის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მას ესტუმრნენ ცნობილი იუთუბერები ნიკა ვასაძე და გუგა ჭყონია, რომელთაც ფართო საზოგადოება HungryMan-ის სახელით იცნობს.

მომენტალურ ლატარია ნახევარი ლიმონის საპრიზო ფონდიდან, რომელიც შეადგენს 13 800 000 ლარს, დარჩენილია ორი ერთეული 500 000 ლარიანი და ექვსი ერთეული 100 000 ლარიანი მოგება, ასევე სხვა ფულადი პრიზები. ბილეთის ღირებულებაა 7 ლარი, ხოლო მისი შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში, საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურებსა და სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ლატარიის მოთამაშეები ავტომატურად ხდებიან ქველმოქმედების მონაწილეები, რადგან ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სოციალურ პროექტებს ხმარდება.
ითამაშეთ ლატარია, მოიგეთ, გამდიდრდით და აკეთეთ სიკეთე.
R