ავტორი:

ხვეული თმის მოვლის მინიმალისტური რუტინა

ხვეული თმის მოვლის მინიმალისტური რუტინა

ხვეული თმა სტრუქტურულად უფრო მშრალი, მყიფე და აფუებისკენ მიდრეკილია, ვიდრე სწორი ან ტალღოვანი, ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

ბზინვარებისა და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად ხვეულ თმას სპეციფიკური უნდა შევარჩიოთ. მთავარი კი აღნიშნული პროდუქტების შემადგენლობაა და არა - ფასი.

თმის მოვლისას ჩვენი უპირველესი მიზანი უნდა იყოს დატენიანება და დარბილება, რის ხარჯზეც შემდეგ ხვეულები ბუნებრივად და ჯანსაღად გამოიყურება. იმისათვის, რომ აღნიშნულ შედეგს მივაღწიოთ, რთული და მრავალსაფეხურიანი რუტინა სულაც არ არის საჭირო, მთავარია, დავიცვათ მარტივი წესები და სწორად შევარჩიოთ მოვლის საშუალებები.

ხვეული თმის დაბანისას რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება:

1. ხვეული თმის დასაბანად მხოლოდ სპეციალური ფორმულები გამოვიყენოთ.

ვინაიდან ხვეულ თმას განსხვავებული სტრუქტურა აქვს, ჰიგიენისთვის მხოლოდ მისთვის შექმნილი ფორმულები უნდა გამოვიყენოთ. აღნიშნული პროდუქტები ხელმისაწვდომია ბიუჯეტურ სეგმენტშიც და მაგალითად, ბრიტანული ბრენდის, Soft and Gentle-ის მოვლის საშუალებები მხოლოდ ბუნებრივი და უსაფრთხო შემადგენლობით გამოირჩევა. რაც მთავარია, მათი ეფექტიანობა მომხმარებლების მიერ არის დადასტურებული.

Soft and Gentle-ის ხვეული თმის შამპუნი, რომელიც 100%-ით ბუნებრივი ზეთებით არის შექმნილი, ნაზად წმენდს სკალპსა და თმას, ეფექტურად აშორებს ზედმეტ ცხიმსა და კანის უჯრედებს და ატენიანებს მას.

შამპუნი თმას ბუნებრივ სიგლუვესა და სიჯანსაღეს სძენს.

შედეგის გაძლიერებაში კი დაგვეხმარება ნიღაბი, რომელიც ასევე ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებით არის გაჯერებული. შესამჩნევ შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ დავინახავთ.

2. რეკომენდებულია, ხვეული თმა მხოლოდ სველ მდგომარეობაში დავივარცხნოთ. სასურველია, მანამდე დავიტანოთ კონდიციონერი ან სხვა დამარბილებელი საშუალება, რაც გაგვიმარტივებს დავარცხნის პროცესს და დაიცავს თმის ღერებს გაწყვეტისგან.

Soft & Gentle ხვეული თმის კრემი

თავის მოვლის ბრიტანული ბრენდის, Soft and Gentle-ის ხვეული თმის კონდიციონერი სპეციალურად შექმნილია კულულების, ტალღებისა და ხვეულების ნაზად გასაწმენდად და დასარბილებლად. ბუნებრივი ზეთები უზრუნველყოფს ბუნებრივ სიგლუვეს, რის ხარჯზეც, თმა ინარჩუნებს ტენიანობას და ხდება ადვილად დასავარცხნი.

სპეციალურად ხვეული თმის მოვლის ხაზი - Curl Club გაჯერებულია 100%-ით ნატურალური შიის კარაქით, ქოქოსისა და აბუსალათინის ზეთებით, რომლებსაც რეალური სარგებელი მოაქვს თმისთვის. პროდუქტები არ შეიცავს სულფატებს, სილიკონს, მინერალურ ზეთებსა და პარაბენებს, რომელსაც თმის ღერების გამოშრობა და დაზიანება შეუძლია.

3. თმა მხოლოდ მიკროფიბრის პირსახოცით უნდა გავიმშრალოთ, რადგან ჩვეულებრივი ქსოვილები ხახუნის შედეგად წყვეტს და აზიანებს კულულს, მიკროფიბრის ან ბამბისგან დამზადებული ნაზი მატერია კი დაზიანების იწოვს წყალს.

მნიშვნელოვანია, თმა არ შევიმშრალოთ უხეში მოძრაობებით, არამედ დაბანის შემდეგ უბრალოდ შემოვიხვიოთ მიკროფიბრის პირსახოცი და შემდეგ ფენით გავიშროთ თმა.

4. ბუნებრივი ხვეულების მისაღებად რეკომენდებულია, თმა დიფუზორით გავიშროთ

იმისათვის, რომ თმა დავიცვათ გამოშრობისგან და ბუნებრივი ხვეულები შევინარჩუნოთ, მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე და დიფუზორით უნდა გავიშროთ. ასე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მივიღებთ სასურველ შედეგს.

გაშრობის შემდეგ ხვეულების გასაცოცხლებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ Soft and Gentle-ის კრემი, რომელიც დიდხანს შეგვინარჩუნებს შედეგს.

დაბოლოს, გასათვალისწინებელია, რომ ხვეული თმის ყოველდღიურად დაბანა რეკომენდებული არ არის, თუ ცხელ ამინდში გადაადგილება ან ვარჯიში არ გვიწევს. ყოველ მეორე დღეს ან სამ დღეში ერთხელ დაბანა შეგვინარჩუნებს თმის ბუნებრივ ტენიანობას, აღნიშნული პროდუქტები კი მის გაჯანსაღებასა და სასურველი ვარცხნილობის მიღებაში დაგვეხმარება.

R