მას შემდეგ, რაც ავრორა კიბასა და გრიგორი ლეპსის ორწლიანი სკანდალური ურთიერთობა დასრულდა, საზოგადოების ყურადღება გოგონას ახალმა რჩეულმა მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლეპსთან მისი რომანი უბრალო პიარ-სვლა ეგონა, კიბას პირადი ცხოვრება კვლავ განხილვის საგანია.

რუსული მედია წერს, რომ 20 წლის ავრორა (რომელმაც იუბილე ცოტა ხნის წინ აღნიშნა) 36 წლის მილიონერს ბიზნესმენ, რუსტამ გაჯიევს ხვდება.
მდიდრული დაბადების დღე და რიოს კარნავალი
ინსაიდერების ცნობით, სწორედ გაჯიევი გახლავთ ავრორას 20 წლის იუბილის სპონსორი, რომელიც მიმდინარე წლის 5 თებერვალს გაიმართა. საღამო, რომლის წამყვანიც თავად ქსენია სობჩაკი იყო, დაახლოებით 30 მილიონი რუბლი (დაახლოებით 330,000 აშშ დოლარი) დაჯდა.
ვალენტინობის დღეს კი წყვილმა ბრაზილიას მიაშურა. ისინი სოციალურ ქსელებში ერთდროულად აქვეყნებდნენ კადრებს რიო-დე-ჟანეიროს კარნავალიდან და ცნობილი კოპაკაბანას სანაპიროდან.

ვინ არის რუსტამ გაჯიევი?
რუსტამ გაჯიევი არა მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენია, არამედ გავლენიანი ნათესავებითაც გამოირჩევა:
ბიზნესმენი სოციალურ ქსელებში ხშირად გამოხატავს პატივისცემას პრეზიდენტის მიმართ. ერთ-ერთ მილოცვაში ის ალიევს "რკინის მუშტისა" და ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ მოიხსენიებს:

"ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ იმ სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც დღეს თითოეულ მოქალაქეს ეუფლება. თქვენი გზა მწვერვალების დაპყრობის მაგალითია,“ - წერდა გაჯიევი ილჰამ ალიევზე.
წარსული რომანები თუ მეგობრობა?
აქამდე ავრორა კიბას ურთიერთობას მომღერალ ირინა დუბცოვას ვაჟთანაც აწერდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ. რაც შეეხება გრიგორი ლეპსს, საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე არ სჯერა მათი რომანის გულწრფელობის და მას მხოლოდ მედია-ხმაურის შესაქმნელად დადგმულ სცენარად მიიჩნევს.
წაიკითხეთ ასევე: