ავტორი:

დედა-შვილმა ავსტრალიის სანაპიროსთან მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის კოლონია შემთხვევით აღმოაჩინა

დედა-შვილმა ავსტრალიის სანაპიროსთან მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის კოლონია შემთხვევით აღმოაჩინა

ავსტრალიის სანაპიროსთან, დიდ ბარიერულ რიფზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი მარჯნის კოლონია აღმოაჩინეს. აღმოჩენა მოხალისე მეცნიერთა გუნდმა გააკეთა, რომელიც დედა-შვილისგან შედგება.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Citizens of the Reef-ის ინფორმაციით, მარჯნის სიგრძე დაახლოებით 111 მეტრია - თითქმის საფეხბურთო მოედნის ტოლი. მისი ფართობი კი 3973 კვადრატულ მეტრს აღწევს.

  • ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარჯნის სტრუქტურა, რაც ოდესმე დიდ ბარიერულ რიფზე დაფიქსირებულა. ამავე დროს, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი დოკუმენტირებული და რუკაზე დატანილი მარჯნის კოლონიაა.

აღმოჩენა გასული წლის ბოლოს გაკეთდა, თუმცა ახლახან გახდა ფართო მასებისთვის ცნობილი. მარჯანი იპოვეს სოფი Citizens of the Reef-ის საზღვაო ოპერაციების კოორდინატორმა კალკოვსკი-პოუპმა და მისმა დედამ - გამოცდილმა მყვინთავმა და წყალქვეშა ფოტოგრაფმა ჯან პოუპმა.

სოფი პოუპი აღნიშნულ ადგილზე ერთი კვირით ადრე ყვინთავდა და მიხვდა, რომ განსაკუთრებულ სტრუქტურას გადააწყდა. ისინი ადგილზე საზომი აღჭურვილობით დაბრუნდნენ.

„წყალში ჩახტომისთანავე მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს აღმოჩენა“, - განაცხადა კალკოვსკი-პოუპმა. მისი თქმით, J-ფორმის მარჯნის ერთი ბოლოდან მეორემდე გაცურვას სამი წუთი დასჭირდა.

დადასტურდა, რომ ეს არის Pavona clavus-ის სახეობის მარჯანი. გაირკვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი მოქცევითი დინებებია და ტროპიკული ციკლონების გავლენა შედარებით დაბალია.

ახლა სპეციალისტები სწავლობენ, შეეძლო თუ არა ამ პირობებს ასეთი მასშტაბური სტრუქტურის ჩამოყალიბებაში როლი ეთამაშა.

უსაფრთხოების მიზნით, მარჯნის ზუსტი მდებარეობა არ ხმაურდება.

დიდი ბარიერული რიფი პლანეტის ყველაზე დიდი ცოცხალი სტრუქტურაა და ათასობით სახეობის სახლია. თუმცა ბოლო წლებში რიფი მასობრივმა ტალღებმა დააზიანა. პროცესს რეკორდულად მაღალი ზღვის ტემპერატურა იწვევს. გაუფერულება მარჯნებისთვის ხშირად სასიკვდილოა, რადგან ისინი საკვებ წყალმცენარეებს კარგავენ.

წყარო

იხილეთ ასევე: