ავტორი:

"ისევ მექნება ურთიერთობა მასთან? თავადაც არ ვიცი" - შვილების რეაქცია, როცა ორი ათწლეულის წინ გაუჩინარებული დედა დაბრუნდა: რა მოხდა ჩრდილოეთ კაროლინაში

"ისევ მექნება ურთიერთობა მასთან? თავადაც არ ვიცი" - შვილების რეაქცია, როცა ორი ათწლეულის წინ გაუჩინარებული დედა დაბრუნდა: რა მოხდა ჩრდილოეთ კაროლინაში

ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები სამი შვილის დედა, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ გაუჩინარდა, სამართალდამცავებმა იპოვეს. ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ სახლი "მიმდინარე ოჯახური პრობლემების" გამო დატოვა.

როკინგჰემის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, 38 წლის მიშელ ლინ ჰანდლი სმიტი 2001 წლის დეკემბერში გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი საშობაო საყიდლებზე წავიდა, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. როკინგჰემის ოლქის შერიფმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გატაცების შემთხვევა გამოირიცხა.

"მან თქვა, რომ წასვლის გადაწყვეტილება ოჯახური პრობლემების გამო მიიღო“ — განაცხადა შერიფმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა „ოჯახურ პრობლემებში“.

სმიტი პარასკევს, ჩრდილოეთ კაროლინაში, იპოვეს. მისმა ქალიშვილმა Facebook-ზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა:

"რაც შეეხება დედაჩემის მიმართ ჩემს მოსაზრებებსა და გრძნობებს... გაოგნებული ვარ, გული დამწყდა — ყველაფერზე ვბრაზობ“, — წერია განცხადებაში.

"ისევ მექნება ურთიერთობა დედაჩემთან? - გულწრფელად რომ ვთქვა, ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან თავადაც არ ვიცი. ჩემი პირველი რეაქცია იყო — კი, აბსოლუტურად. მაგრამ ამ წლების განმავლობაში განცდილ ტკივილზეც მეფიქრება".

როდესაც დედა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო, ისეთი სიყვარული და სიახლოვე მაჩუქა, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. რა თქმა უნდა, დედასა და შვილს შორის კამათიც ხდებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ მისი ღიმილი მახსენდება, ჩვენი ერთად გატარებული ბედნიერი დღეები და ის სიყვარული, რომელიც მაშინ ვიგრძენი“, - აღნიშნავს იგი.

წყარო