ავტორი:

ყურადღების ცენტრში მოექცა ჯეფრი ეპშტეინის კიდევ ერთი სახლი - ფოტოები პარიზის აპარტამენტიდან, სადაც უცნაური ოთახები აღმოაჩინეს

ყურადღების ცენტრში მოექცა ჯეფრი ეპშტეინის კიდევ ერთი სახლი - ფოტოები პარიზის აპარტამენტიდან, სადაც უცნაური ოთახები აღმოაჩინეს

მედიაში ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის პარიზის ბინის ფოტოები გავრცელდა. ფოტოები ფრანგულმა გამოცემამ Le Parisien გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, საუბარია 18-ოთახიან ბინაზე, რომელიც პარიზის პრესტიჟულ გამზირზე, Avenue Foch-ზე მდებარეობს.

  • კადრებში ჩანს მასაჟის მაგიდა, სექსუალური ხასიათის ნივთები და კედლები, რომლებიც შიშველი ქალების ფოტოებითაა დაფარული. ერთ-ერთ სურათში თავად ეპშტეინიც არის გამოსახული.

პარიზის პროკურატურის შეფასებით, ბინაში არსებული სპეციალურად მოწყობილი, წითლად განათებული მასაჟის ოთახი შესაძლოა სექსუალური დანაშაულებისთვის იყო განკუთვნილი.

ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ჩაბნელებული ოთახი, სადაც სხვადასხვა სექსუალური დანიშნულების ნივთია განთავსებული.

გამოცემამ ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც 2019 წელს ეპშტეინის ბინაში ჩატარებული გამოძიების დროს გადაიღეს. გამოძიება ფრანგი სამოდელო აგენტის და ეპშტეინის ახლო მეგობრის, ჟან-ლუკ ბრუნელის მიერ ჩადენილ გაუპატიურების ფაქტს ეხებოდა. იგი პარიზის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ხელისუფლების ცნობით, მან თავი საწოლის ზეწრით ჩამოიხრჩო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი, არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობასა და მათ ტრეფიკინგში იყო ბრალდებული. მან 2019 წელს, საკანში ყოფნისას, განაჩენის მოლოდინში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო

იხილეთ ასევე: