ავტორი:

ორი სცენარი საქართველოსთვის, თუ ჩვენს მეზობლად ახალი ომი დაიწყო - "...ვფიქრობ, სწორედ აქედან დაიწყება დიალოგი"

ორი სცენარი საქართველოსთვის, თუ ჩვენს მეზობლად ახალი ომი დაიწყო - "...ვფიქრობ, სწორედ აქედან დაიწყება დიალოგი"

როგორ შეიცვლება გეოპოლიტიკური კონფიგურაცია თუ ირან-ამერიკის ომი დაიწყო და რას მოუტანს ეს საქართველოს, ამ თემაზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება.

- ნამდვილად სერიოზული დილემაა. ამერიკის ადმინისტრაციამ რეალურად ორი ვარიანტი განიხილა: პირველი სამხედრო სცენარი, მათ შორის ირანის ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობა და მეორე - დიპლომატიური გზა, რაც გულისხმობს ირანის წინადადებას ურანის სიმბოლურად გამდიდრების შესახებ, ისე, რომ ბომბის შექმნის შესაძლებლობა გამორიცხული იყოს.

ირანის ლიდერები მზად არიან დათმობებისთვის, თუმცა დიპლომატიური არხებით ცდილობენ გაარკვიონ დათმობების მასშტაბი. თუ აიათოლები გადაწყვეტენ, რომ ტრამპის მიზანი რეჟიმის შეცვლაა, შეეცდებიან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ, რათა ამერიკის პრეზიდენტს ხისტი მოქმედებების არგუმენტები გამოაცალონ.თუ დაასკვნიან, რომ პრიორიტეტი ბირთვული ინდუსტრია და სარაკეტო არსენალია, მათ შეეძლებათ ისე დათმონ გარკვეული პოზიციები, რომ სახე არ დაკარგონ“ და ტრამპსაც მისცენ შესაძლებლობა შედეგი წარმოაჩინოს, დაახლოებით ისე, როგორც 12-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, როცა პოზიციების განმტკიცება შეძლეს. როგორც ჩანს, ტრამპს არ სურს ისრაელის დღის წესრიგით იხელმძღვანელოს. ისრაელისთვის პრიორიტეტულია ირანის სარაკეტო პროგრამა და ატომური პროექტის სრული განეიტრალება, ტრამპისთვის კი დამატებით მნიშვნელოვანია ირანის ნავთობის ინდუსტრია.

მას არ სურს ეს სექტორი დაინგრეს. პირიქით, მისი ინტერესია, რომ ირანის ნავთობის ინდუსტრია ან ამერიკის გავლენაში მოექცეს, ან, მინიმუმ, ჩინეთისა და რუსეთის კურატორობიდან გამოვიდეს. ამის ერთგვარი მარკერი ისიც იყო, რომ 12-დღიანი ომის განმავლობაში ამერიკას ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის არც ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი არ დაუბომბავს. შესაბამისად, დავა მიმდინარეობს სამი ძირითადი საკითხის გამო: ნავთობისა და გაზის ინდუსტრია, ბირთვული პროგრამა და სარაკეტო არსენალი. თუ ირანი ვენესუელის მსგავსად დათანხმდება ნავთობის სექტორის კურატორობის ამერიკულ გავლენაში გადასვლას და იქიდან რუსეთისა და ჩინეთის გაძევებას, ასევე უარს იტყვის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, შესაძლოა შეთანხმება ბოლო მომენტში შედგეს. არსებობს რუბიოსა და გრემის ფაქტორიც, მათ სპარსეთის ყურეში კავშირები აქვთ სამეფო ოჯახებსა და მსხვილ ბიზნესსტრუქტურებთან. მათი გზავნილი ასეთია: თუ ირანი ნავთობისა და გაზის სექტორზე კურატორობას ამერიკას გადააბარებს და ჩინეთსა და რუსეთს სპარსეთის ყურიდან განდევნის, შესაძლებელია ბირთვულ და სარაკეტო საკითხებში შეღავათები - ანუ გამდიდრებული ურანის ნაწილი ამერიკელებმა შეიძლება წაიღონ, თუმცა განსაზღვრული მოცულობა ირანს დაუტოვონ. ამგვარად, დღეს ირანის საკითხზე რამდენიმე პარალელური მოლაპარაკების მაგიდა არსებობს...

თუ ამერიკამ ირანის ტოტალური დაბომბვა დაიწყო, შედეგი დამანგრეველი იქნება. 12-დღიანი ომის დროს ვნახეთ, რა ზარალი მიაყენა ისრაელმა ირანს, ხოლო ამერიკის სამხედრო რესურსი ისრაელისას მრავალჯერ აღემატება. სხვათა შორის, ჩვენთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ ირანის საკითხი ისე გადაწყდება, რომ იქიდან რუსეთი და ჩინეთი გამოაძევეს, ეს იქნება რუსეთის იმპერიული გავლენის დასასრულის დასაწყისი. ირანი საკვანძო ელემენტია ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ კონსტრუქციაში..განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: