ავტორი:

"უკრაინის მთავრობა უნგრეთსა და სლოვაკეთზე ნავთობის ბლოკადის მეშვეობით ზეწოლას ახდენს, ისინი არ გაჩერდებიან - უნგრეთი შანტაჟს არ შეეგუება" - ვიქტორ ორბანი

"უკრაინის მთავრობა უნგრეთსა და სლოვაკეთზე ნავთობის ბლოკადის მეშვეობით ზეწოლას ახდენს, ისინი არ გაჩერდებიან - უნგრეთი შანტაჟს არ შეეგუება" - ვიქტორ ორბანი

უკრაინა უნგრეთის ენერგოსისტემის მუშაობის შეფერხების მიზნით შემდგომ ნაბიჯებს ამზადებს. შესაბამისი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

ვიქტორ ორბანის ცნობით, უნგრეთის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა.

"უკრაინის მთავრობა უნგრეთსა და სლოვაკეთზე ნავთობის ბლოკადის მეშვეობით ზეწოლას ახდენს. ისინი აქ არ გაჩერდებიან. უნგრეთი შანტაჟს არ შეეგუება“, - წერს ორბანი.

  • ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით "დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას იქამდე დაბლოკავს, ვიდრე ნავთობის მიწოდება არ აღდგება.