"რუსეთის სმოლენსკის ოლქში, ქიმიურ ქარხანაზე ათობით უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა", - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამომძიებლების თქმით, "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სმოლენსკის რეგიონში, "დოროგობუჟის“ ქიმიურ ქარხანაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი მინიმუმ 30 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით საჰაერო თავდასხმები განახორციელეს“.
რუსული მედიის ცნობით, "დოროგობუჟი“ Acron Group-ის ნაწილია და აწარმოებს აზოტიან და რთულ სასუქებს, ასევე სამრეწველო პროდუქტებს.