იტალიის ქალაქ ლეკოში ყოველწლიური IX საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში „შავი ქამრის თასი“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.
წარმატებით იასპარეზა 13 წლის ანდრია საათაშვილმა, ევროპის ორგზის და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა სპორტსმენმა, ამჯერად, მან იტალიაში კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატზე 13 წლის ბიჭებს შორის ინდივიდუალურ კატაში I ადგილი და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ამ შედეგის გარდა მანვე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აიღო ინდივიდუალურ კუმიტეს +55 კგ წონით კატეგორიასა და ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.
აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირზე პირველად მიიღო მონაწილეობა 11 წლის ბარბარე თავაძემ, რომელმაც I ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა გოგონათა 11-12 წლებს შორის ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მანვე II ადგილი ვერცხლის მედლით მოიპოვა ინდივიდუალურ კუმიტეს +45 კგ წონით კატეგორიაში.
ტურნირის ორგანიზატორი იტალიის სპორტული კარატეს გაერთიანებული ფედერაციაა.