ავტორი:

"პუტინი ბელარუსში “ჰამასის სტილის“ გვირაბებს თხრის, რათა მიგრანტები პოლონეთში ფარულად გადაიყვანოს და დასავლეთში ქაოსი დათესოს“ - რას აცხადებენ პოლონელი ოფიციალური პირები?

"პუტინი ბელარუსში “ჰამასის სტილის“ გვირაბებს თხრის, რათა მიგრანტები პოლონეთში ფარულად გადაიყვანოს და დასავლეთში ქაოსი დათესოს“ - რას აცხადებენ პოლონელი ოფიციალური პირები?

“ვლადიმერ პუტინი ბელარუსში “ჰამასის სტილის“ გვირაბებს თხრის, რათა მიგრანტები პოლონეთში ფარულად გადაიყვანოს და დასავლეთში ქაოსი დათესოს“, - ამის შესახებ The Telegraph - თან საუბარში პოლონეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

მათი თქმით კრემლის მიერ კონტროლირებადმა დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შუა აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილი სპეციალისტების საშუალებით ქვეყნის დასავლეთ საზღვარზე მიწისქვეშა გვირაბების გათხრა და ათიათასობით ავღანელი და პაკისტანელი მიგრანტის პოლონეთში გადაყვანა სცადა.

“ეს შეშლილი ვლადის მცდელობის ნაწილია, იმ დასავლური კოალიციის დესტაბილიზაცია, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს, მაშინ როცა რუსეთი ქვეყანასთან ომს აწარმოებს", - აცხადებენ პოლონეთის წარმომადგენლები.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბი ჩრდილოეთ პოლონეთში, ნარევკას მახლობლად აღმოაჩინეს. ბელარუსმა 60-მეტრიანი მიწისქვეშა გასასვლელით 180 მიგრანტის გადაყვანა სცადა, თუმცა მათი უმეტესობა პოლონეთში გამოსვლისას დააკავეს.

გვირაბის შესასვლელი ბელარუსის მხარეს ტყეში იყო დამალული , მის 10 მეტრი კი პოლონეთის ტერიტორიაზე შედიოდა.

საიდუმლო გვირაბის ვიდეოჩანაწერში ვიწრო, დაბალი სივრცე, ჩანს, რომელიც ბეტონის საყრდენებით არის გამაგრებული.

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ საერთო ჯამში ოთხი მსგავსი გვირაბი აღმოაჩინა, რომლებიც, როგორც ჩანს, მაღალი დონის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერაა გათხრილი.

სამხედრო ექსპერტების თქმით, გათხრებში შესაძლოა ირანის პროქსი-ჯგუფები, “ისლამური სახელმწიფო“, “ჰამასი“, “ჰესბოლა“ ან ქურთისტანის გარკვეული დაჯგუფებები მონაწილეობდნენ.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ჩესლავ მროჩეკმა გააკეთა.

“ამ გვირაბების აღმოჩენა ნიშნავს, მიგრაციის შეჩერებაში ჩვენი ეფექტიანობა იმდენად მაღალია, რომ მათ გასათხრელად შუა აღმოსავლეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანა გადაწყდა", - განაცხადა მან.

წყარო