სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული პროგრამის ზედამხედველად კიმ ჩენ ინმა თავისი 13 წლის ქალიშვილი, კიმ ჩუ აე დანიშნა.

რამდენიმე დღის წინ, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ “კიმ ჩენ ინის ქალიშვილის ბოლოდროინდელი აქტიურობა და პოლიტიკის საკითხებზე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა იმაზე მიუთითებს, რომ მემკვიდრედ სწორედ მის გამოცხადებას აპირებენ".