ლოზუნგით "არ შევეგუებით ოკუპაციას“ ვერის პარკიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება.
ვერის პარკში, სადაც მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ, სიმბოლურად მოტანილი ჰქონდათ ტიტები. ამ ფორმით მათ მიაგეს პატივი გმირებს, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირნენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, 25 თებერვალს ისინი იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ მებრძოლებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს და კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ დაწყებული ბრძოლა გრძელდება.
ორგანიზატორების თქმით, ოკუპაციის ხაზი დღესაც გადის ქვეყნის ტერიტორიაზე და მათი მიზანია, ისტორიული ბრძოლა საბოლოოდ გამარჯვებით დაასრულონ.
“ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამკვირვებლები - ჩვენ 1921 წლის მემკვიდრეები ვართ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები საბოლოოდ პარლამენტთან დაასრულებენ მსვლელობას