რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია-მსვლელობისას მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, მსვლელობის ორგანიზატორებს ნებართვაში პიკაპით გადაადგილება მითითებული არ ჰქონდათ.
ამ დროისთვის აქცია-მსვლელობა გრძელდება. მონაწილეებს პოლიციის კორდონი მიჰყვება.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო