ავტორი:

"მეფეები, პრინცები, ლორდები, პრინცესები, ლენდ როვერი, იაგუარი... და აქედან პოსტტვ" - ნინო ნადირაძე დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებაზე

"მეფეები, პრინცები, ლორდები, პრინცესები, ლენდ როვერი, იაგუარი... და აქედან პოსტტვ" - ნინო ნადირაძე დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებაზე

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია PosTV-სთვის სანქციების დაწესებას ასევე ბრიტანული სანქციების ქვეშ მყოფი ტელეკომპანიის, "იმედის" ერთ-ერთი სახე, ნინო ნადირაძე ეხმიანება.

"თუ მჯეროდეს, გაერთიანებულმა სამეფომ პოსტტვ დაასანქცირა.

მეფეები, პრინცები, ლორდები, პრინცესები, ლენდ როვერი, იაგუარი... და აქედან პოსტტვ.

უფალო გადმოიხედე", - წერს ნადირაძე.

  • ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, "იმედსა“ და "POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV "რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.