ავტორი:

კვარაცხელიამ მონაკოს გაუტანა - ქართველის მორიგი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

კვარაცხელიამ მონაკოს გაუტანა - ქართველის მორიგი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში პსჟ-მ "მონაკოს" უმასპინძლა.

  • "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა მინდორზე - საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, ბარკოლა..

მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, ტაიმის მიწურულს კი "მონაკომ" გოლის გატანა შეძლო და დაწინაურდა.

მეორე ტაიმში პარიზული გუნდის შეტევები უფრო მწვავე გახდა. 59-ე წუთზე მონაკოს ფეხბურთელმა, კულიბალიმ წითელი ბარათი მიიღო. კულიბალის გაძევებიდან რამდენიმე წამში პსჟ-მ წონასწორობა აღადგინა - გოლი მარკინიოსის ანგარიშზეა.

მალევე, 66-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა და პსჟ-ს უპირატესობა გაზარდა.