ჩემპიონთა ლიგის საპასუხო, 1/16-ფინალურ მატჩში პსჟ-მ "მონაკოს" უმასპინძლა.
- "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა მინდორზე - საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, ბარკოლა.
მატჩის პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, ტაიმის მიწურულს კი "მონაკომ" გოლის გატანა შეძლო და დაწინაურდა. მეორე ტაიმში პარიზული გუნდის შეტევები უფრო მწვავე გახდა. 59-ე წუთზე მონაკოს ფეხბურთელმა, კულიბალიმ წითელი ბარათი მიიღო.
- კულიბალის გაძევებიდან რამდენიმე წამში პსჟ-მ წონასწორობა აღადგინა - გოლი მარკინიოსის ანგარიშზეა.
მალევე, 66-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა და პსჟ-ს უპირატესობა გაზარდა.
90-ე წუთზე "მონაკომ" ანგარიშის გათანაბრება შეძლო - გოლი ტეზემ გაიტანა.
მატჩი ანგარიშით 2-2 დასრულდა, თუმცა ორი მატჩის ჩამში პსჟ-მ 5-4 მოიგო. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე პარიზული გუნდი გავიდა.