ავტორი:

რუსებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული დარტყმა განახორციელეს - არიან გარდაცვლილები, დამწვარია შენობები (ფოტო)

რუსებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული დარტყმა განახორციელეს - არიან გარდაცვლილები, დამწვარია შენობები (ფოტო)

ხარკოვში, რუსეთის მიერ რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მაღალსართულიანი კორპუსი და გაზსადენი დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და ადამიანები დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე იგორ ტერეხოვზე და ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

"არსებობს ინფორმაცია შევჩენკოვსკის რაიონში მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე პირდაპირი დარტყმის შესახებ. ამჟამად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - დაწერა მერმა „ტელეგრამ“ არხზე.

  • გარდა ამისა, ორი ბალისტიკური რაკეტა და Shahed-ის დრონები ქალაქის კიევისა და შევჩენკოვსკის რაიონებს მოხვდა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები, ჩამოაგდო ელექტროგადამცემი ხაზები და დააზიანა გაზსადენი.

ტერეხოვის თქმით, სლობიდსკის რაიონში, დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხარკოვში დაშავებულია 14 ადამიანი.

26 თებერვლის ღამეს, კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. აფეთქებების ხმები ისმოდა კიევში, ხარკოვსა და ზაპოროჟიეში.

დრონმა კრივი-რიჰში ხუთსართულიანი შენობა დააზიანა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. რუსებმა ასევე შეუტიეს ზაპოროჟიეს, დააზიანეს კერძო სახლი, მაღალსართულიანი შენობა და ორი სავაჭრო ცენტრი.