თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო - ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
გოცირიძე აცხადებს, რომ სანქციები აღსრულდება.
"თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო. ან თურნავას ვინ ეკითხება, ან აქაურ ბანკებს. აქაური თუ გადარიცხავს, იქაური არ მიიღებს და მორჩა. ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება.
თუ მაგრები არიან, “ქართუმ” და “ლიბერთიმ” აღასრულონ თურნავას მითითება. იზამენ? აბა გაბედონ და მისცენ მაგალითი სხვებს.
სანქციები აღსრულდება! “იმედის” მზის ჩასვენება დროის საკითხია”, - წერს გოცირიძე „ფეისბუქზე“.
წაიკითხეთ ასევე: