ავტორი:

ფეხბურთი მოზარდებთან ერთად და წყვილის იშვიათი გამოჩენა მედიასთან - ჰარი და მეგანი ახლო აღმოსავლეთში, ლტოლვილთა მოსანახულებლად ჩავიდნენ (ფოტო)

ფეხბურთი მოზარდებთან ერთად და წყვილის იშვიათი გამოჩენა მედიასთან - ჰარი და მეგანი ახლო აღმოსავლეთში, ლტოლვილთა მოსანახულებლად ჩავიდნენ (ფოტო)

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ახლო აღმოსავლეთში იმყოფებიან. მედიის ინფორმაციით, ისინი იორდანიაში ორ დღეს გაატარებენ, შეხვდებიან კონფლიქტითა და იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილებს, რომლებსაც დღეს საერთაშორისო მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

  • წყვილი, რომელმაც სამეფო ტიტული 2020 წელს დატოვა, იორდანიის დედაქალაქ ამანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის მოწვევით ჩავიდა.

გებრეისუსმა ჰარი და მეგანი თბილად მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის შესასვლელთან, სადაც წყვილმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში გაეროს წარმომადგენლებთან, დიპლომატებთან და საერთაშორისო დონორებთან.

შეხვედრის შემდეგ, ისინი იორდანიის დედაქალაქ ამანის ჩრდილოეთით გაემგზავრნენ, სადაც ზაატარის ლტოლვილთა ბანაკი მდებარეობს. იქ ომის შედეგად დევნილი ოჯახები იმყოფებიან.

წყვილი ასევე ეწვია სოციალური განვითარების ორგანიზაცია Questscope-ის ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც შეხვდნენ შემოქმედებით და გასართობ პროგრამებში მონაწილე მოზარდებს.

ჰარიმ და მეგანმა მათთან ერთად ითამაშეს ფეხბურთი, მოინახულეს რამდენიმე საკლასო ოთახი და უყურეს, თუ როგორ უკრავდნენ მოზარდი გოგონები ტრადიციულ არაბულ ინსტრუმენტებზე, გიტარასა და ვიოლინოზე.

წყვილი მომდევნო ორი დღის განმავლობაში იორდანიის ლიდერებს და ჯანდაცვის მაღალჩინოსნებს შეხვდება.

  • სექტემბერში, პრინც ჰარის „არჩეველის ფონდმა“ განაცხადა, რომ 500 000 აშშ დოლარს გამოყოფდა ღაზასა და უკრაინაში დაზარალებულთა დასახმარებლად განკუთვნილ პროექტებზე.

ფონდმა სამი გრანტი გამოყო: 200 000 აშშ დოლარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ღაზადან იორდანიაში სამედიცინო ევაკუაციის მხარდასაჭერად, 150 000 აშშ დოლარი „Save the Children“-ს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის და 150 000 აშშ დოლარი „აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანის კვლევებისთვის“. თანხები განკუთვნილია პროთეზების შემუშავებისთვის.

წყვილმა პირველად ჯანმო-სთან ითანამშრომლა ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გლობალურ კამპანიაზე და 2021 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციასთან ერთად მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობა გაუწია.

წყარო

იხილეთ ასევე: