NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კოსმოსში მომაკვდავი ვარსკვლავის გარშემო წარმოქმნილი ნისლეულის შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო.
მომაკვდავი ვარსკვლავები, სიცოცხლის დასასრულს, გარე ფენებს კარგავენ. სწორედ ამ პროცესის შედეგად ჩნდება ნისლეული - კოსმოსური გაზისა და მტვრის გაფანტული ღრუბელი.
ჯეიმს ვების მიერ გადაღებული ახალი კადრებიც ამ იშვიათ პროცესს ასახავს.

ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვეს. ის მზის გარშემო, დედამიწიდან დაახლოებით 1.6 მილიონი კილომეტრის დაშორებით მოძრაობს. ასეთი პოზიცია საშუალებას აძლევს განსაკუთრებით შორეული ობიექტები დააფიქსიროს.
"როგორც ჩანს, ნისლეულს აქვს ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული რეგიონები, რომლებიც მისი ევოლუციის სხვადასხვა ეტაპს ასახავს". - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.