“მე განქორწინების ადვოკატი ვარ და ქორწინების შენარჩუნების საიდუმლო აღმოვაჩინე,“ - ამის შესახებ გამოცემა thesun-თან ადვოკატი აიეშა ვარდაგი საუბრობს. მეტსახელად მას „განქორწინების დივას“ უწოდებენ.

“ადამიანებს სჭირდებათ სექსი და ფიზიკური კავშირი. დანიშნეთ პაემანი კვირის განმავლობაში ან ბავშვები კვირა დილით, პლანშეტებთან დასვით. მნიშვნელობა არ აქვს როდის, უბრალოდ გააკეთეთ ეს.
ეს სპორტდარბაზში სიარულს ჰგავს. თავიდან არ გინდათ, მაგრამ იქ მისვლის შემდეგ პროცესში ერთვებით. როდესაც სექსი იწყება, ის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე გეგონათ. ბევრი კლიენტი ჩივის, რომ ინტიმურობა გაქრა,“ - აცხადებს ადვოკატი.

დანიელი მკვლევრების თქმით, განქორწინებულთა 47% ოჯახის დანგრევის მიზეზად სწორედ სიყვარულისა და ინტიმურობის ნაკლებობას ასახელებს. სექსის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონები: დოფამინი და ოქსიტოცინი.
“უნდა იზრნოთ თქვენს გარეგნობაზეც. სექსუალური თეთრეული მხოლოდ ნაწილია. ქალები ხშირად წყვეტენ თმის დაბანას და სახლში მოუწესრიგებლად დადიან. ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ უნდა ვგავდეთ ფრანგ და იტალიელ ქალებს. ისინი ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებიან და მაღალი სტანდარტები აქვთ. მოწესრიგებული თმა ბრძოლის ნახევარია. ეცადეთ გამოიყურებოდეთ მიმზიდველად 25 წლის ქორწინების შემდეგაც,“ - აცხადებს “განქორწინების დივა“.
“კაცებიც ნუ იქნებით „მოსაწყენი ლოდები“ დივანზე. იყავით მიმზიდველები, ყურადღებიანები და მხიარულები. სექსი ურთიერთობის ცენტრალური ნაწილია. თუ სექსუალური ცხოვრება კარგია, სხვა პრობლემების მოგვარება უფრო ადვილია. კავშირის დაკარგვა განქორწინების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ღალატი მხოლოდ ამ პრობლემის სიმპტომია.
ცხოვრებაში ხშირად ერთი და იგივე შაბლონი მეორდება. თავიდან ყველაფერი ამაღელვებელია, შემდეგ კი ჩნდებიან ბავშვები. ქალი ბევრ რამეს სწირავს და საოჯახო საქმეებში იღლება. კაცი ბევრს მუშაობს, ისტრესება და სახლში დახმარების ძალა აღარ აქვს. წყვილი დროს ერთმანეთს აღარ უთმობს. ისინი კარგავენ კავშირს და იწყებენ ღალატს სხვასთან. ასეთ დროს ისინი მხოლოდ იმ მხიარულებას ეძებენ, რაც ადრე ერთმანეთთან ჰქონდათ.
ყველაზე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ვინ იყავით მაშინ, როცა თქვენს პარტნიორს შეუყვარდით. შეინარჩუნეთ ეს საკუთარ თავში. გამონახეთ დრო ერთმანეთისთვის საძინებელში. სექსი მხოლოდ ერთი სახის არ არის. ადამიანებმა ის უნდა გამოიყენონ ნებისმიერი ფორმით, როგორც შეუძლიათ.
თუ ერთმანეთზე ძალიან გაბრაზებულები ხართ, გაჩერდით და ისუნთქეთ. ჩაჰკიდეთ ერთმანეთს ხელები და თვალებში ჩახედეთ. ეს ფიზიოლოგიურად ამშვიდებს ადამიანს და წყვეტს ჩხუბის სპირალს. ეს მართლაც მუშაობს,“ - ასრულებს აიეშა ინტერვიუს.
მართლაც, წყვილს შორის განქორწინების მიზეზებში სექსუალური შეუთავსებლობა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. სტატისტიკურად, ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად კომუნიკაციის პრობლემა, ღალატი და ფინანსური სირთულეები სახელდება.