ავტორი:

“ვტკბები ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მაძლევს“ - ილია თოფურია შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

“ვტკბები ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მაძლევს“ - ილია თოფურია შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

მას შემდეგ, რაც ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან მიმდინარე ხანგრძლივი სასამართლო დავა დასრულდა, როგორც ჩანს, ილია თოფურია ოჯახური გარემოთი ტკბება და გულშემატკივრებს ახალ ფოტოებს უზიარებს.

  • “აწმყოთი ვცხოვრობ... ვტკბები ყოველი წამით, რასაც ცხოვრება მაძლევს,“ - წერს UFC-ის ორგზის ჩემპიონი და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროებს.

გულშემატკივრები მას ამხნევებენ და წარმატებას უსურვებენ.

შეგახსენებთ, ქართველ მებრძოლს ხანგრძლივი სასამართლო დავა ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან. ჯორჯინა უზკატეგუი მას თავდაპირველად ძალადობაში ადანაშაულებდა და ქონების ნახევარს მოითხოვდა. მას ასევე სურდა საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლა, რაზეც ილია თოფურია უარს აცხადებდა - მიზეზი წყვილის საერთო, მცირეწლოვანი შვილია, რომლის სხვა ქვეყანაში გაშვება მებრძოლს არ სურდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ილია თოფურია გაამართლა. მხარეები მორიგდნენ, ჯორჯინა საცხოვრებლად ესპანეთში დარჩა, ხოლო წყვილის 3 მლნ დოლარად შეფასებული ესპანური ვილა, რომელიც მანამდე გასაყიდად იყო გატანილი, ილიას საკუთრებაში დარჩა.

იხილეთ ასევე: